Thursday, March 12, 2009

ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია საქართველოში და უცხოეთში


წიგნი არის სულიერების წყარო და სიმბოლო სიბრძნისა, რომელიც ასე საჭიროა ჩვენთვის. უწიგნოდ არ იარსებებდა არაფერი.მას ყოველთვის ეჭირა უჭირავს და ეჭირება განსხვავებული, დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი. წიგნი რომ არ დაწერილიყო ან რომ არ დაებეჭდათ არ იარსებებდა განათლებული ერი და ბერი.
ევროპულ ენებთან შედარებით ქართულ ენაზე დაწერილ წიგნს ბეჭდვა ძალიან გვიან ეღირსა, 175 წლის შემდეგ პირველი წიგნის დაბეჭდვიდან ლათინურ ენაზე.ამასთან შესამჩნევი არის ის, რომ პირველად ქართული ნაწერი დაიბეჭდა არა საქართველოში ,არამედ უცხოეთში,კერძოდ იტალიაში ქალაქ რომში,ისიც უცხო ენასთან შერევით,რადგან ეს პირველი დაბეჭდილი ქართული წიგნი იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი.
იმის მიზეზი თუ რატომ პირველადვე და ევროპაში წიგნების ბეჭდვის მოგონებისთანავე საქართველოში არ დაიწყეს წიგნების ბეჭდვა,იყო ის ,რომ საქართველო წიგნის ბეჭდვის შემოღების პირველ საუკუნეებში ძალიან დაცემული იყო ეკონომიურად და კულტურულად,რაც თავის მხრივ შედეგი იყო პოლიტიკურად დაუძლურებისა და უკულტურო მეზობელთა თავდასხმისა და რბევისა. არც საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრს და არც ჩვეულებრივ ადამიანს დრო არ ქონდა და არც საშუალება იმისა რომ ბეჭდვა საქართველოშიც გაევრცელებინა და დაენერგა ეს ერთობ მნიშვნელოვანი ,რაც ნებისმიერ ქვეყანას წინ გადადგმაში ეხმარებოდა და იმდროისთვის ძლიერ აუცილებელი იყო. Mმცირეოდენი წიგნების მოთხოვნილება ,რომელიც ამ ხანებში საქართველოში არსებობდა , ისევ ძველებურად კმაყოფილდებოდა გადაწერის საშუალებით. ხოლო სხვადასხვა მოთხრობა, ლექსი თუ ლოცვანი ზეპირი სახით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. Pპირველად ქართული წიგნის რომში დაბეჭდვის მიზეზი იყო ის საჭიროება,რომელიც კათოლიკეთა მძლავრი და მდიდარი ეკლესიის უზენაესს მთავრობას ჰქონდა. რომის პაპი თავის დანიშნულებაში ისახავდა არა-ქრისტიანე ერების თავის ზეუფლებისთვის დაქვემდებარებას.აი ამ მიზნის მისაღწევად პაპის მთავრობა აგზავნიდა ყველა ქვეყანაში კათოლიკობის მქადაგებლებს, მღვდლებს და ბერებს ,თუ რაიმე დაბრკოლება არ შეხვდებოდათ. მქადაგებლობისთვის კი აუცილებელი იყო ცოდნა იმ ერთა ენებისა , რომელთა ქვეყნებშიც უნდა შეესრულებინათ თავიანთი დავალება,მისია.სწორედ რომის ეკლესიის ასეთმა მისწრაფებამ გამოიწვია ქართული სტამბის დაარსება რომში,სადაც 1629 წელს კიდეც დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი,სტეფანე პაოლინის მიერ შედგენილი ლექსიკონი ,ქართველი წმინდა ბასილი წესის ბერის ,ნიკიფორე ირბაქის დახმარებით.პროფ. გრ. წერეთელი წერს,რომ ეს ლექსიკონი არა ერთხელ ყოფილა გადაბე
ჭდილი და რომ ერთი ამათგანი დაცულია ვატიკანში. თავის მიმართვაში პაპისთვის, ურბან VIII სათვის .აქილ ვენერიო მოახსენებს მას თუ როგორ დაარსდა ქართული სტამბა ,როგორ შედგა და დაიბეჭდა ქართულ-იტალიური ლექსიკონი. Mმისი თქმით, ქართული სტამბის რომში დაარსების მიზეზი ყოფილა ბეჭდვა ისეთი ქართული წიგნებისა.რომელიც ერთი მხრივ,მისიონერებს საქადაგებლად და მეორე მხრივ ქართველ ხალხს მათი ნაქადაგებლის შესათვისებლად დასჭირდებოდა,ხოლო ამ Yყველაფრის საბაბად გამხდარა საქართველოს მეფის თეიმურაზ I ის მოციქულის ნიკიფორეს მისვლა რომში და წერილი რომელიც მეფეს მიუწერია პაპისათვის , სადაც ის დახმარებას სთხოვდა ურბანს შემწეობისთვის და მფარველობისთვის მტერთა წინააღმდეგ.ეს წერილი რომში ყველასთვის გაუგებარი ყოფილა ,რადგან ქართულ ენაზე იყო დაწერილი და ქართულის მცოდნე იქ არავინ ყოფილა.ამ ყველაფერს ერთად ხელი შეუწყვია ქართული სტამბის აშენებისათვის. როგორც წერილიდან
ჩანს ნიკიფორე რომში 1626 წლის 20 ნოემბერს გამგზავრებულა რაგდან ზუსტად ამ პერიოდში დაუწერია თეიმურაზა ეს წერილი.მიხეილ თამარაშვილი თავის შრომაში მოგვითხრობს შემდეგ ამბავს: იგი იყო წმინდა ბასილის წესის მონაზონი ნიკიფორე ერბახი ანუ ერბაჩო(საქართველოში ნიკოლოზ ბერად წოდებული) და ახლდა თან მცირეოდენი მხევალი (ცხადია ქართველები ) და ერთიც მოენე.მიუხედავათ იმისა რომ ბევრი წარმომადგენელი არ ჰყავდა.მისი ღირსეული ქცევა ცხადყოფდა მის დიდებულებას, განკრძალულებას და პატიოსნებას. იგი თავისი მონაზონებრივი ცხოვრებით ყველს თავს აყვარებდა.თავის მამაზე ის ამბობდა რომ იყო ერთ-ერთი უპირველესთაგანი თავადთა შორის და საქართველოს ჯარის უფროსი.ასევე ნიკიფორეს თქმით მას ბევრჯერ გაულაშქრავს სპარსელთა წინააღმდეგ და სხვათა შორის, ერთხელ 20 000 ქართველით ამოუხოციათ 90 000 სპარსელი კაცი.სამწუხაროდ მამამისის სახელი არსად არის მოხსენიებული მხოლოდ ის რომ ნიკიფორეს ძმისწულს თუ დისწულს რქმევია ზურაბ ერისთავი ყარაყალხანისა (ყარაყალხანს სპარსელები არაგვის მხარეს ეძახდნენ.)
Mმეორე ქართული წიგნი ,რომელიც 1629 წელს დაიბეჭდა რომში სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სტამბაში, არის ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ ბ ა ნ ი ლ ო ც ვ ე ბ ი თ უ რ თ.
Mმესამე ამავე საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნია,რომელიც დაბეჭდილ იქმნა რომში 1643 წელს და არის ქ ა რ თ უ ლ ი ე ნ ი ს გ რ ა მა ა ტ ი კ ა , შედგენილი ლათინურ ენაზე მისიონერის ფრანცისკო-მარია მაჯიოს მიერ.
მეოთხე ქართული წიგნი დაიბეჭდა 1681წ. მას ასე იხსენიებს მიხეილ თამარაშვილი: “ საქრისტიანო მოძღვრება სიმბოლოებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა,კაპუჩინი , მქადაგებელი და მღვთისმეტყველი,იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულითა ენითა.
XVII ს.კათოლიკე მისიონერები მოდიოდნენ საქართველოში . ქართლში(თბილისსა და გორში).იმერეთში (ქუთაისში),გურიაში და სამეგრელოში იყვნენ დაბინავებულნი და ცდილობდნენ ხალხი თავიანთ სარწმუნოებაზე მოექციათ,რასაც ძირითადად წიგნის სწავლებით,ქადაგებით და მკურნალობით ახერხებდნენ . მაგრამ ვიდრე თარგმნას და ბეჭდვას შეუდგებოდნენ კარგად უნდა სცოდნოდათ ქართული.ბევრმა მისიონერმა საკმაოდ კარგად აითვისა ენა.ერთი ასეთთაგანი ყოფილა დასახელებული წიგნის მთარგმნელი პატრი ბერნარდო მარიამი ნეაპოლელი.
პროფ. ჰუგო შუხარტს ტორე-დელ-გრეკოში (იტალიაში), კაპუცინთა ძველ ეკლესიაში უნახავს ქართულად ნაბეჭდი წიგნები და ხელნაწერები, რომელნიც იყვნენ გადაწერილნი და დაბეჭდილნი ბერნარდო ნეაპოლელის ხელით.ჰუგო მათგან გამოარჩევს წერილებს პაპისადმი სხვადასხვა პოემებს მოთხრობებს ისტორიული წიგნის მონაკვეთებს და ა.შ. და ასევე ასკვნის იმას, რომ ნეაპოლელს ქართული ბევრად უფრო კარგად სცოდნია ვიდრე მაჯიოს.
1741 წ. დაიბეჭდა ერთი პატარა ქართული წიგნი, რომლის თავწერა არის: “ საქრისტიანო მოძღუარება, მოკლედ დარიგებული მარტვილთათვის ზეპირად დასასწავლებელად. დაისტამბა წმიდა ჰრომის ქალაქსა სასწავლოსა შინა, რომელსა ფრანგულად ჰქვიან ფროფაგანდა ვიდე. მთავრობასა ბენედიკტე მეთოთხმეტე ჰრომის პაპისა.ქორონიკონი ქრისტესი 1741 , ესე იგი არს ჩღმა.ბრძანებითა უფროსთა. როგორც ვხედავთ აქ არც ავტორზეა რაიმე ნათქვამი და არც გადამთარგმნელზე თუ ეს წიგნი არს გადათარგმნილ.
რომში ქართული სტამბის დაარსების შემდეგ ,რაღათქმაუნდა ქართველებში უნდა დაბადებულიყო აზრი იმის შესახებ,რომ საქართველოშიც გამართულიყო სტამბა.მაგრამ პოლიტიკურმა პირობებმა ხელი არ შეუწყო ამ განძრახვის ასრულებას.თუმცა არაერთხელ ყოფილა ამაზე ცდა და კიდეც დაუბეჭდიათ პატარ-პატარა წიგნაკები თუ ფურცლები სულ უბრალო საბეჭდავებზე.ამას გვაფიქრებინებს არჩილ მეფის 1703 წელს მინაწერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გოლოვინთან,სადაც პლოენის მოწმობით,ნათქვამია რომ საქართველოში წიგნების ბეჭდვა ძალიან ნაკლებია ასოების და მცოდნე კაცების ნაკლებობის გამოო.
რომში დაბეჭდილ წიგნებს მიემატა რუმინეთში (ვლახეთში) დაბეჭდილი წიგნები, სადაც ცხოვრობდა ცნობილი ქართველი სასულიერო წოდების კაცი ანთიმი, რომელსაც ადგილობრივ მწერლობაში უწოდებენ ანთიმოზ ივერიელს. 1702 წელს იგი ეკურთხა რამნიკის მღვდელთმთავრად და 1709 წელს დაინიშნა თავადის კონსტანტინე ბასსარაბ ბრანკოვანის მიერ ვლახეთის ეპისკოპოსად.გარდაიცვალა იგი მოულოდნელად . დაახრჩვეს თუ დაიხრჩო მდინარე მორიცში (ალბათ იალომიცაში ),როდესაც იგი ამ მდინარეს გადიოდა თვისის სინაიის მთაზედ განდევნის შემდეგ.მას საფუძვლიანად სცოდნია რუმინული,ბერძნული,სლავიანური,არაბული და ,რაღა თქმა უნდა, ქართული ენა.მან დააარსა სტამბა რამნიკში,შემდეგ ტარგოვისტში და სვეაგოვში ბუხარესტის ახლოს.ამ სტამბებში აღბეჭდა მან მრავალი წიგნი ზემოხსენებულ ენებზე . თვით იგი ყოფილა საუცხოო მხატვარი. თავისი ხელით გამოუჭრია ასოები, ინიციალები და ორნამენტები. Mმისი სახელი და მოღვაწეობა იმდენად განითქვა,რომ ბუხარესტი გახდა აღმოსავლეთისათვის დედა-ბოძად. ათანასე ანტიოქიის პატრიარქის სურვილით მან აღბეჭდა 1701 წელს სნეაგოვში ბერძნულ-არაბულად საეკლესიო კონდაკი. ამ წიგნის სათაურში იგი თავის თავს მოიხსენიებს , როგორც ქართველს.
ანთიმმა ასევე ამოჭრა და ჩამოასხა ქართული საეკლესიო ასოები , რომლითაც აღბეჭდა ქართული კონდაკი და გაგზავნა სამშობლოში.
ღა თქმა უნდა ვლახეთში დაბეჭდილი წიგნის ნახვა ქართველ ერს დიდ სურვილს აღუძრავდა სტამბის საქართველოში აშენებისა. სამწუხაროა , რომ დღეს ეს წიგნი არსად მოიპოვება და არც მისი აღწერილობა დაუტოვებია ვინმეს.
1705 წელს არჩილმა მოითხოვა რუსეთის მთავრობისგან ნებართვა და სახელმწიფო სტამბაში დააბეჭდინა დავითნი.
Aამ წიგნის ერთი ცალი, სამწუხაროდ,ნაკლულოვანი მოიპოვება.თავში აკლია 12 ფურცელი ხოლო ბოლოში 184 ის შემდეგ მიყოლილი ფურცლები.ხოლო ამ წიგნის მეორე ცალი, უფრო კარგად შენახული,დაცულია მოსკოვში სინოდის სტამბის ბიბლიოთეკაში.
არჩილ,იმერეთის მეფე, პოეტი და მწიგნობრობის დიდი მოტრფიალე ,იყო ერთი იმ პირთაგანი, რომელნიც მონდომებულნი იყვნენ ქართული სტამბის გამართვას.მას განძრახვა ჰქონდა მთელი დაბადება დაებეჭდა და ამიტომ შეუდგა ამ წიგნის დამზადებას გამოსაცემად.მასალა და სამუშაო ძალიან დიდი იყო.მას დასჭირდა ჯერ ერთი ქართული ტექსტის შედარება სლავურ ტექსტთან და ამის მიხედვით მისი გასწორება. იგი ამზადებდა სტამბას და უფრო შნოიან შრიფტს.ამასობაში დრო გადიოდა. Mალე თბილისში ვახტანგმაც დააარსა სტამბა და ამან უფრო შეამსუბუქა და შეანელა მისი გულმხურვალება.ბოლოს სიკვდილმაც მოუსწრო და ისე გარდაიცვალა (1713 წ. ), რომ თავის სურვილის განხორციელებას ვერ მოესწრო.
არჩილის ხელნაწერები და ყველაფერი რისთვისაც მუშაობდა მის ცოლს , დარეჯანს დარჩა.და მან მოსკოვში საქართველოდან გადმოხვეწილი მღვდელ-მონაზონის ქრისტეფორე გურამიშვილის და არქიმანდრიტ გერმანეს დახმარებით გახსნა სტამბა სადაც შემდგომ დაიბეჭდა სხვადასხვა წიგნები.
1737 წელს ქრისტეფორე გურამი
შვილმა მუშაობა დაიწყო იოსებ სამებელის მიერ გამართულ სტამბაში.იოსებ სამებელი იყო კახეთის მეფის მდივან-მწიგნობრის თამაზ ქობულიშვილის შვილი. იგი ძლიერ იყო მონდომებული , რომ მოსკოვში მოეწყო ქართული წიგნების ბე
ჭვა მითუმეტეს , რომ ვახტანგის სტამბაში მუშაობა შეწყდა. ასეთივე სურვილი ჰქონდა ბაქარ მეფესაც , მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა სტამბის გამართვა.დარეჯანის სტამბაც ძალიან პატარა იყო.მაშინ იოსებ სამებელმა 3-4 წლის განმავლობაში სამსახურში ყოპნის დროს დააგროვა საკმარისი თანხა და გადაწყვიტა სტამბის დაარსება და წიგნების ბეჭდვა მოსკოვში.ეს საქმე მან ქრისტეფორე გურამიშვილს დაავალა.მანაც იოსების ხარჯით შეიძინა დარეჯანის სტამბა დაამატა რაც აკლდა და გამართა კარგად მოწყობილი სტამბა.იოსებ სამებელის სტამბაში დაიბეჭდა: “ზადიკი”,”დავითნი” , “ სახარება “ , “ტესტამენტი” და სხვა.მან მოსკოვში იცხოვრა 1750 წლამდე. იგი გარდაიცვალა გზაში როდესაც მოსკოვიდან წამოსულა და თან სტამბაც წამოუღია და დაუმარხავთ ქ. ასტრახანში ანდერძით მას სტამბა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრისთვის (გარეჯის უდაბნოში) დაუტოვებია. Aასევე ათანასე ამილახვრის მეცადინეობით ახლდება წიგნების ბეჭდვა მოსკოვში 1760 წლიდან დაახლოებით.მის სტამბაშიც ბევრი წიგნი დაიბეჭდა.
Gგავრცელებულია აზრი , რომ რუსეთში XVIII საუკუნეში ქართული სტამბები არსებობდა სხვადასხვა ქალაქებში: ნოვგოროდში, პეტერბურგში, ყიზლარში, ვლადიმირში და კრემენჩუკში.თუმცა ზოგიერთ ზემოთხსენებულ ქალაქში არსებული ქართული სტამბის შესახებ შეიძლება ზღაპრადაც ჩაითვალოს.
საქართველოში როცა ვახტანგმა გახსნა პირველი სტამბა , რომელიც ამუშავდა 1709 წელს. Dამ თავის მიერ პირველ გამოცემულ წიგნში მან გააკეთა წარწერა : “მე გამგებელმან ქართლისამან,ბატონიშვილმან ვახტანგ,მოვიყვანე მ ე ს ტ ა მ ბ ე ვლახეთით და გავაკეთე სტამბა “ ამ სიტყვებში ნახსენები მესტამბე მიხხეილ სტეფანიშვილი,უნგროვლახელი,ამავე წიგნზე მკითხველისადმი წერს: “ყოველთა მკითხველთა გიხაროდენ ! პირველად მიზეზი უცხოსა ამის საქმისა და ძალითა ღვთისათა უცონელად შემასრულებელი სტამბისა ამის სამკვიდრებელსა თქვენსა იქმნა კურთხევით ხსენებული,განათლებული და გამგებელი საქართველოსა ბატონიშვილი და თვით პატრონი ვახტანგ,ხოლო ყოველნივე საქმენი რაოდენნი იხილვებიან-ასონი,ორღანონი და ყოველნი სახმარნი სტამბისა დაწყებით სრულმყოფამდი,მოქმედი და წინამძღოლი მე ვარ,უნდო მონა თქვენი.უწინარეს ყოვლისა დავბეჭდეთ ესე საღმთო და სამღდელო წმიდა სახარება.სიმდაბლით გევედრები თქვენ ყოველთა დიდთა და მცირეთა , უკეთუ ცთომილი იხილოთ რაიმე,სიტყვა ანუ ასო, ნუ გამქირდავთ, რამეთუ უცხო ვიყავ ქვეყნისა ამისა და უსმენელი სიტყვათა თქვენთა და რომელნი ჩემნი მოწაფენი იყვნენ აგრეთვე გამოუცდელნი საქმის ამის ჩემისა”.
ვახტანგის სტამბა ( რომელიც პლატონ იოსელიანის თქმით,მოთავსებული იყო სამეფო სასახლის გვერდით ათს ოთახში) წიგნების ბეჭდვა დაიწყო 1709 წელს , როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და დაიბეჭდა წიგნები : “საღმთო და სამღდელო სახარება “ , : საღმთო და სამღდელო სამოციქულო” , “ დავითნი “ . “ კონდაკი” ,”ჟამნი”.” Lლოცვანი “ , “კურთხევანი “ , “ვეფხისტყაოსანი” , “ წესი ეკლესიიის კურთხევისა “ , “ ქმნულების ცოდნა “ და სხვა მრავალი.
ვახტანგ მეფეს, როგორც ვიცით, ცუდად წაუვიდა საქმე.1723წ. ქართლს შემოესივნენ ოსმალები და დაიჭირეს თბილისი.იგი იძულებული გახდა გახიზნულიყო იმერეთში 1724 წელს კი წასულიყო დახმარების სათხოვნელად წასულიყო.ასე რომ სტამბის ამუშავება ერეკლე მეფის სახელს უკავშირდება.1712 წ. დაბეჭდილს ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ შ ი მოთავსებულია ლექსი:
“ აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა,
უგბილთა ფრიად სასწავლო,გონიერთ გულთა თმენისა,
მეFის ვახტანგის ბრძანებით და სიბრძნით კეთილმქნელისა,
და ნაღვაწი მისის მლოცველის მესტამბე მიქაელისა.
დაესრულა ესე წიგნი ქორონიკონს უნსა სმულა,
Y ყველაკასა უხაროდა –რიტორსა და ხმა-უსულსა.
სამღვთოა და საეროცა,ვისაცა აქვს სმენა გულსა,
უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს,გონიერსა გულს უსრულსა.”
წიგნები იბეჭდებოდა უფრო საეკლესიო საჭიროებისათვის,რადგან ასეთ წიგნებს უფრო მეტი გასავალი ჰქონდათ.თითოეული წიგნი რაიმე ასობით იბეჭდებოდა ხანდახან 1000 და მეტიც.მოგება რა თქმა უნდა ჰქონდა სტამბას,მაგრამ ხაზინას ყოველთვის ჰქონდა საკმარისი თანხა,რომ რამდენიმე წლით ფული დაებანდებინა წიგნის გამოცემაზე.საქმეს აძნელებდა ქაღალდის სიძვირე ამის გამო ზოგჯერ სტამბის მუშაობა ჩერდებოდა. სტამბის მუშაკი ყოველთვის უნდა ყოფილიყო წიგნის მცოდნე , ნასწავლი, განათლებული.ამიტომ საქმეს უფრო სასულიერო წოდების პირნი მისდევდნენ.სასულიერო წოდებაში კი ირიცხებოდნენ როგორც თავადნი და აზნაურნი ასევე გლეხნი.
Dდიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი,ეხება რა ძველ სამონასტრო ბიბლიოთეკებსა და წიგნებს,ადარებს მათ ძველბერძნულ,აღმოსავლურ,რომაულ თუ არაბულ ქვეყნებისა და ადრეული ქრისტიანული მოწინავე ქვეყნების ბიბლიოთეკებს.ერთადგილას იგი წერს : “ ქართული წიგნთსაცავების შესახებ ცნობებისა და მათი ქონების X-XII საუკუნეში დიდ შედგენილობაზე მსჯელობის სიმართლის გასათვალისწინებლად ამავე საკითხის შესახებ სხვა ქვეყნების ისტორიის ცოდნაა საჭირო.
ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდეს როლს ასრულებდა წიგნიერება.წიგნის შექმნა და წარმოება,მისი გავრცელება,დაცვა,სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმე იყო ეროვნული თვითმყოფადობისათვის.ამ საქმეში მეტად დიდი და თავისებური სიტყვა Yთქვა ქართულმა ბიბლიოთეკამ და წიგნმა,რომლის ისტორიის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. კარიჭაშვილი დ. ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია 1929 / სახელგამი /
2. ლორია ა. , გურგენიძე ნ. საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში, თბ. 1974.
ლ ი ა გ ო გ ო ლ ა ძ ე
IX დ კლასი
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ